3 თებერვალი, 2015

რობინ უილიამსის მემკვიდრეები ქონებას ვერ იყოფენ

wiliams7ცნობილი მსახიობის რობინ უილიამსის ქვრივი და შვილები ქონებას ვერ იყოფენ. მათ ვერც სრულყოფილად დაწერილმა ანდერძმა მოუგვარა ეს პრობლემა, ამიტომაც სასამართლოს მიმართეს.

პრეტენზიები ანდერძთან დაკავშირებით მსახიობის მესამე მეუღლეს სიუზან შნაიდერს აქვს, რომელიც მისთვის გაურკვეველი საკითხების სასამართლოში დაზუსტებას აპირებს. თავის მხრივ, სასამართლოს მიმართეს მსახიობის შვილებმა ზელდამ, კოდიმ და ზაქარიმ, რომლებიც რობინ უილიამსს წინა ქორწინებებიდან ჰყავს და მამის ანდერძში ცვლილებების მოთხოვნა გააპროტესტეს.

მსახიობის ქვრივი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც მისი ქმარი გარდაიცვალა, სახლიდან ძვირფასი ნივთები დაიკარგა, რომელსაც რობინ უილიამსი აგროვებდა. მისი განმარტებით, ეს ნივთები საკმაოდ ძვირი ღირდა.

თავის მხრივ, მსახიობის შვილები და მათი ადვოკატიც ირწმუნებიან, რომ რობინ უილიამსის გარდაცვალების შემდეგ, იმ სახლში არ ყოფილან. უილიამსის შვილები იმასაც აცხადებენ, რომ სიუზანს მხოლოდ ფული აინტერესებს და სულაც არ სურს, მათი მამის უკანასკნელი სურვილის შესრულება.

რობინ უილიამსის ანდერძის მიხედვით, მისი მეუღლეს სიუზან შნაიდერს სიცოცხლის ბოლომდე ექნება ფინანსური მხარდაჭერა, რაც ქვრივისთვის, რომელმაც მსახიობთან მხოლოდ სამი წელი იცხოვრა, ცოტა აღმოჩნდა. სიუზანი მისი მესამე ცოლი იყო. უილიასმა პირველად მოდელსა და მსახიობზე ვალერია ველარდიზე იქორწინა, რომელმაც მას პირველი შვილი ზაქარი გაუჩინა, წყვილმა ერთად 10 წელი იცხოვრა. ამის შემდეგ რობინ უილიამსი მარშა გარსესზე დაქორწინდა, ამ ქორწინებიდან მსახიობს კიდევ ორი შვილი – ზელდა და კოდი გაუჩნდა.