Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რეზო ესაძე იუბილარია

18 თებერვალი, 2015

rezo345კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი რეზო ესაძე იუბილარია. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი ხელოვანი ამავე დროს მხატვარი და პოეტიცაა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 122 ფილმში, თვითონ კი გადაღებული აქვს 11 ფილმი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად სკოლაში. მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ კი ცხოვრება კინოს დაუკავშირა და „ქართულ ფილმში“ დაიწყო მუშაობა.

მისი პირველი ფილმია “ერთხელ”, რასაც მოყვა “ფრო”, “ოთხი ფურცელი”, “წამზომი”, “ყოველ შაბათს”, “წკიპურტები”, “ერთი ნახვით შეყვარება”, “წისქვილი ქალაქის გარეუბანში”, “საქორწილო საჩუქარი”, “ნეილონის ნაძვის ხე”, “ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა”.

რეზო ესაძე ამჟამად თავის კოლეგებთან ერთად სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” დასაცავად იბრძვის და მოითხოვს, სახელმწიფომ თაღლითური გზით წართმეული აქციები აქციონერებს დაუბრუნოს.