19 თებერვალი, 2015

ფოლად ბულბულოღლი თბილისშია

folad33ცნობილი აზერბაიჯანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი ფოლად ბულბულოღლი თბილისშია. მას უკვე უმასპინძლა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

მხარეებმა შეხვედრაზე ორი ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ გენერალური მენეჯერი მაჰირ მამედი და „ასოციაცია კულტურათა დიალოგი 21-ე საუკუნე“ პრეზიდენტი ვალერი ასათიანი ესწრებოდნენ.

20 თებერვალს ფოლად ბულბულოღლი მამის – გამოჩენილი აზერბაიჯანელი მომღერლის (ტენორი) ბულბულის სკულპტურული პორტრეტის გახსნას დაესწრება, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.

21 თებერვალს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში კი ფოლად ბულბულ ოღლის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ჯავანშირ ჯაფაროვი უდირიჟორებს.