Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პაატა ბურჭულაძე უფასო ბილეთებს დაარიგებს

11 თებერვალი, 2015

p1მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე 12 თებერვალს 60 წლის იუბილეს ზეიმობს. სპეციალურად ამ საღამოს წასაყვანად თბილისში უკვე ჩამოვიდა ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი.

11თებერვალს სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასს“ ესტუმრებიან ალენ დელონი და კონცერტის მონაწილე მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები. სპეციალურად ამ დღისთვის საგანგებოდ გადაიკეტება „არტპალასის“ მიმდებარე ქუჩა და დაიგება წითელი ხალიჩა.

იმ ათას სტუდენტს, რომელიც „არტპალასთან“ შეიკრიბება გადაეცემა კონცერტზე დასასწრები ბილეთი. ამისთვის სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სტუდბილეთი.