’’ორი ვარსკვლავი’’ თეა დარჩიამ და ლევან მასპინძელაშვილმა დატოვეს

ori-varkkvlavi5555“ორი ვარსკვლავის” მორიგ საკონკურსო ტურზე “ჩემი საყვარელი სიმღერა” ათი წყვილიდან შოუ ერთმა დატოვა. მუსიკალური პროექტის წამყვანებმა დუტა სხირტლაძემ და მაკა ზამბახიძემ ორი აუთსაიდერი დაასახელეს, ვინც ყველაზე ცოტა ქულები დააგროვა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, შოუს დატოვების კანდიდატები გახდნენ მარიკო ებრალიძე და როლანდ ოქროპირიძე და თეა დარჩია და ლევან მასპინძელაშვილი. ლევანი და თეა მეორედ იდგნენ აუთსაიდერებში და ამჯერად უკვე “ორი ვარსკვლავის” დატოვება მოუწიათ.

ჟიურის მეოთხე მოწვეული წევრი იყო მომღერალი მაია ბარათაშვილი. ჟიურის მიერ დაწერილი ქულების მიხედვით პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ მირიან ჯეჯელავა და ნინი ცნობილაძე 40 ქულით და ბოლო ადგილზე თეა დარჩია და ლევან მასპინძელაშვილი 31 ქულით.

“ორი ვარსკვლავი” უკვე დატოვეს ნანა ნებიერიძის და გიორგი მახარაშვილის წყვილმა და ნათია ფარჯანაძის და ლუკა ზაქარიაძის წყვილმა. მათ რიგებს თეა დარჩია და ლევან მასპინძელაშვილიც შეუერთდნენ. მომავალ სამშაბათს “ორი ვარსკვლავის” მორიგ საკონკურსო ტურში უკვე 9 წყვილი იმღერებს.