Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნოდარ წულეისკირი გარდაიცვალა

12 თებერვალი, 2015

nodar787887787883 წლის ასაკში ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნოდარ წულეისკირი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისი ნოველები „მეპაპიროსე მოსე“, „ექვთიმეს ხე“, „ლუკა“ ჟურნალ „ცისკარის“ მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა. იგი არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობისა და სცენარის ავტორია. ნოდარ წულეისკირის რომანი „აფთრები“ იწერებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს. წერის პროცესში ამ რომანის სიუჟეტზე შეიქმნა თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმი „მონანიება“. მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე.

ნოდარ წულეისკირი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ „დილას“ პასუხისმგებელ მდივნად, „ცისკრის“, „მნათობის“ განყოფილების გამგედ, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად.

1990 წლის ნოემბერში ნოდარ წულეისკირი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე კი იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.