Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მსოფლიოს ულამაზესი ქალები დასახელებულია

1 თებერვალი, 2015

lamazi15უცხოურმა გამოცემებმა მსოფლიოს 15 ულამაზესი ქალბატონის სია შეადგინეს. გამოკითხულთა უმეტესობა მამაკაცია და მათი აზრით, სწორედ ეს მსახიობები, მოდელები, მომღერლები თუ რეჟისორები არიან ჩვენს პლანეტაზე ყველაზე ლამაზები და მომხიბვლელები.

1. სკარლეტ იოჰანსონი – ამერიკელი მოდელი, მსახიობი და მომღერალი. თავისი სამსახიობო კარიერა 1994 წელს დაიწყო. 2003 წელს კი ოქროს გლობუსზე ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

2. შარლიზ ტერონი – მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად არის აღიარებული. სამხრეთ აფრიკელი მსახიობი ბალერინაცაა. მისი კაიერა 14 წლის ასაკში მოდელობით დაიწყო და შემდეგ უკვე მსახიობობით გაგრძელდა.

3. მონიკა ბელუჩი – იტალიელი მსახიობი და მოდელი. მან სამოდელო კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო. მონიკა მსოფლიოში არაერთი ცნობილი ბრენდის სახეა და მამაკაცებში ყველაზე სასურველ ქალად რჩება.

4. ანჯელინა ჯოლი – ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. მან თავისი კარიერა საკმაოდ პატარამ დაიწყო მამასთან ერთად. მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც ლარა კროფტის როლი ითამაშა. ანჯელინას ყველაზე დიდ წარმატებად კი მიჩნეულია ფილმი “მალეფისენტი”. მსახიობის ანგარიშზეა ერთი ოსკარი და სამი ოქროს გლობუსი.

5. პენელოპა კრუსი – ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში. ის ესპანეთში დაიბადა და ესპანელი მოდელი და მსახიობია. მისი დებიუტი შედგა ტელევიზიაში 16 წლის ასაკში. ის, როგორც მოდელი არაერთი მსოფლიო ბრენდის სახეა. სამსახიობო კარიერაში კი ერთი ოსკარის მოპოვება შეძლო.

6. ჰაიდენ პანეტერი – ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. ის პირველად მაყურებელმა 11 წლის ასაკში სარეკლამო რგოლში იხილა. მისი ჰობია ცურვა. ჰაიდენი 2013 და 2014 წლებში ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული.

7. ნინა დობრევი – მიუხედავად იმისა, რომ ის ბულგარეთში დაიბადა, კანადაში გაიზარდა, ამიტომაც კანდელი მსახიობი და მოდელია.

8. ემანუელ შრიკი – კანადელი მსახიობი, რომელიც მონრეალში დაიბადა. მან თავისი კარიერა 10 წლის ასაკში დაიწყო და დღემდე წარმატებით აგრძელებს.

9. ჯესიკა ალბა – ამერიკელი მსახიობი და მოდელი. მან თავისი კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო და საყვარელ საქმეს დღესაც სიამოვნებით ემსახურება.

10. დიანა აგრონი – ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი. ცეკვა 3 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ ამ საქმისთვის თავი არ დაუნებებია.

11. ოლივია უაილდი – ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი. ის ნიუ იორკში დაიბადა და ვაშინგტონში გაიზარდა. ოლივიას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ერთდროულად ამერიკის და ირლანდიის მოქალაქეა. მისი სამსახიობო კარიერიდან გამორჩეულია პერსონაჟი ალექს კელი, რომელმაც მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.

12. მერიემ უზერლი – თურქეთში დაბადებული გერმანელი მსახიობი და მოდელი. მის გარეგნობაში ყველაზე მომხიბვლელად მამაკაცებს ცისფერი თვალები მიაჩნიათ. მისი დედაც მსახიობია, ამიტომაც არავის გაკვირვებია, როცა გოგონამაც მშობლის პროფესია აირჩია.

13. კირა ნაითლი – ლონდონელი მსახიობი და მომღერალი. ფილმებში გადაღება 1995 წელს დაიწყო. მისი ყველაზე დიდი წარმატება “კარიბის ზღვის მეკობრეებში” მონაწილეობა აღმოჩნდა, სადაც ელიზაბეთის როლი შეასრულა. კირას მიღებული აქვს ოსკარი და ოქროს გლობუსი.

14. ოლგა კურილენკო – ფრანგი მსახიობი და მოდელი. კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო. ის მამაკაცების მიერ ყველაზე ლამაზ და მომხიბვლელ მსახიობად არის მიჩნეული.

15. ენ ჰეთეუეი – ამერიკელი მსახიობი, რომელიც არაერთი თეატრალური როლის შესრულების შემდეგ, პირველად ტელევიზიით 1999 წელს გამოჩნდა. ამერიკულმა კინოაკადემიამ მსახიობს თავდადებული შრომა დაუფასა და ოსკარით დააჯილდოვა.