13 თებერვალი, 2015

მარკუს მეტრეველის პასუხი უსაქმურებს

marcus628 წლის მომღერალმა მარკუს მეტრეველმა საზოგადოებას თავისი ახალი მეგობარი ქალი წარუდგინა და ჭორიკნებს და უსაქმურებს კიედვ უფრო მეტი სალაპარაკო მისცა. 45 წლის ლელა მიქელაძე წლებია დუბაიში ცხოვრობს და მუშაობს, მან მარკუს მეტრეველის ერთ-ერთი სიმღერა დუბაის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოისმინა, მოეწონა, დიჯეისგან გაიგო რომ ეს ქართველი მომღერლის მარკუს მეტრეველის სიმღერა იყო და ინტერნეტში მის შესახებ ინფორმაციაც მოიძია.

მარკუსი და ლელა ფეისბუქით მიმოწერის შემდეგ, თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს და მას შემდეგ ყველგან ერთად დადიან. როგორც წყვილი ამბობს, ისინი მეგობრები არიან, თუმცა პროფილში მათმა გამოჩენამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. როგორც მოსალოდნელი იყო, დადებით სურვილებს და მოსაზრებებს შურიანმა და ბოროტმა გამოხმაურებებმა აჯობა, ამიტომაც მომღერალმა გადაწყვიტა ყველასთვის საჯარო განცხადებით მიემართა:

“დიდი მადლობა მეგობრებო და არამეგობრებო!!!

იმ დადებითი თუ უარყოფითი ემოციებისთვის და კომენტრებისთვის, რაც თქვენ გუშინდელი გადაცემის შემდგომ გამოხატეთ, რომელიც დღემდე გრძელდება.

მე როგორც ვიცოდი, ქართველები გამოირჩევიან თავისი ზრდილობით და ჯენტლმენობით მანდილოსნის მიმართ მაგრამ, ჩემი მოსაზრებები სავსებით ასცდა იმ უხამს კომენტარებს, რომლებსაც გავეცანი, არ დავმალავ და გავოცდი.

კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვით თქვენი მდაბიო კომენტარებით თქვენს არარსებულ ინტელექტს. რასაკვირველია, ეს ყველას არ ეხება.

მე მესმის, რომ იმხელა ბოღმა და ღვარძლი იმალება თქვენში, რომ სადღაც უნდა გადმოანთხიოთ ეს. რადგან სხვა ფორმატით არ გეძლევათ საშუალება, რომ იყოთ რეალიზებულნი და საკუთარ ცხოვრებაზე გააკეთოთ ფსონი.

ძალიან ადვილია და მგონი სახალისოც ხომ თქვენთვის? სახლში უსაქმურად ჯდომა და ლანძღვა იმ ადამიანების, რომლებმაც ჯამში თქვენ არაფერი დაგიშავათ, იმ ქალბატონის, რომელსაც თქვენ არც კი იცნობთ, უბრალოდ უხერხულია.

მოდი, ყველამ სარკეში ჩავიხედოთ და ჩავუღრმავდეთ საკუთარ მეს “ეგოს” და აღმოვაჩინოთ დეფექტები, მივხედოთ ჩვენს ცხოვრებას და ვეცადოთ წარმოვჩინდეთ არა სხვისი ლანძღვით და გაქილიკებით, არამედ ჩვენივე ღირსებებით, რასაკვირველია, თუ ეს გაგვაჩნია, რაც მეეჭვება.

მე მესმის, რომ გაგაღიზიანათ იმ ასაკის სხვაობამ, რაც არსებობს ჩემსა და ლელას შორის, მაგრამ მემგონი მეგობრობა ასაკით არ ისაზღვრება.

და ესეც რომ იყოს მერე და რა? პირველი იქნება თუ უკანასკნელი მსგავსი ფაქტი?
რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, რასაც თქვენ უკეთებთ აქცენტს, ძალიან გთხოვთ საკუთარი შეხედულებით და მოტივიაციით ნუ გამოგაქვთ დასკვნები.

უბრალოდ სასაცილოა ჩემთვის, ამაზე კომენტარიც კი არ მემეტება.

მოდი, გვიყვარდეს ერთმანეთი და არ გვძულდეს, ნუ გვეზიღება, ნუ გვშურს, ნუ გვაღიზიანებს, ნუ ჩაქოლავთ, ნუ განიკითხავთ, ნუ დასცინებთ. უარყოფითი ენერგია ისედაც ბევრია თქვენში, გვიყვარდეს ერთმანეთი რომ ვუყვარდეთ სხვასაც. და ბოლოს ნათქვამია….

უღირსი ღირსეულს ლანძღვით თუ გაუტოლდება,
როცა ხვდება რომ, ღირსებით მას ვერ გაუსწორდება

მიყვარხართ მ. მეტრეველი”