Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

”მანდარინები” ოსკარის გარეშე დარჩა

23 თებერვალი, 2015

ma456ზაზა ურუშაძის ”მანდარინები” ოსკარის გარეშე დარჩა. ლოს ანჯელესში ოსკარების 87-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ამერიკის უმაღლესმა კინოაკადემიამ ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა და საოცნებო ქანდაკებებით დააჯილდოვა.

ქართულ-ესტონურმა ფილმმა “მანდარინები”, რომელიც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მთავარი ჯილდო ვერ მოიპოვა. წელს გამარჯვებული პოლონური ფილმი “იდა” გახდა.

რაც შეეხება სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს:

ნომინაციაში წლის საუკეთესო ფილმი, როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება მოიპოვა ”BIRDMAN” OR (THE UNEXPECTED VIRTUE OF IGNORANCE).

ნომინაციაში წლის საუკეთესო რეჟისორი წელს ოსკარი გადაეცა ”BIRDMAN”-ის რეჟისორს ALEJANDRO G. INARRITU-ს.

ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ოსკარი მიიღო მსახიობმა EDDIE REDMAYNE. მისთვის ეს პირველი ოსკარი იყო.

ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი JULIANNE MOORE-მა გაიმარჯვა. ამ მსახიობმაც პირველად მიიღო ოსკარი.

ნომინაციაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მამაკაც მსახიობებში გაიმარჯვა J.K. SIMMONS-მა.

ნომინაციაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ქალ მსახიობებში ოსკარი მიიღო PATRICIA ARQUETTE-მა.

ნომინაციაში საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი გაიმარჯვა ”IDA”-მ.

საუკეთესო ანიმაციისთვის ოსკარი მიენიჭა BIG HERO 6-ს.

ნომიანციაში წლის საუკეთესო ოპერატორი ”BIRDMAN”-ის ოპერატორმა EMMANUEL LUBEZKI-მ გაიმარჯვა.

ნომინაციაში წლის საუკეთესო მუსიკა ოსკარი მიიღო ALEXANDRE DESPLAT-მა ფილმ ”THE GRAND BUDAPEST HOTEL”-სთვის შექმნილი მუსიკისთვის.

საუკეთესო კოსტიუმებისთვის ოსკარი გადაეცა MILENA CANONERO-ს ”THE GRAND BUDAPEST HOTEL”-ისთვის შექმნილი კოსტიუმებისთვის.