16 თებერვალი, 2015

“მანდარინები” დააჯილდოვეს

mandarin456ზაზა ურუშაძის “მანდარინები” წარმატებაზე წარმატებას აღწევს. ოსკარებამდე რამდენიმე დღით ადრე ფილმი კიდევ დააჯილდოვეს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართულ-ესტონური კოპროდუქცია კიდევ ერთი პრიზის მფლობელი გახდა.

“მანდარინები” საერთაშორისო პრესის აკადემიამ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის სატელიტით დააჯილდოვა.

– გილოცავთ ყველას ამ მერამდენე უკვე აღარ მახსოვს ჯილდოს. ოსკარამდე დარჩენილია ნახევარი ნაბიჯი, – აცხადებს ფილმში ერთ-ერთი როლის შემსრულებელი მიშა მესხი.

ზაზა ურუშაძის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი 25-მდე პრიზისა და ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა ჯილდოები ისეთ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, როგორიცაა ვარშავის ა კლასის საერთაშორისო კინოფესტივალი, მანჰაიმ ჰაიდელბერგის საერთაშორისო კინოფესტივალი, ეგვიპტის საერთაშორისო კინოფესტივალი და სხვა.

“მანდარინებს” წინ მთავარი მოვლენა ელოდება – 22 თებერვალს ოლბსი კინოთეატრში “ოსკარების” 87-ე დაჯილდოების ცერემონიალი იმართება, სადაც ზაზა ურუშაძის ფილმი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაშია წარდგენილი.