Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯონი დეპი დაქორწინდა

5 თებერვალი, 2015

johnny-depp6მსოფლიო ვარსკვლავი ჯონი დეპი დაქორწინდა. Us Weekly-ის ცნობით, მან თავის რჩეულზე ემბერ ჰარდზე საიდუმლოდ იქორწინა. მოკრძალებული ცერემონიალი ჯონი დეპის სახლში, ლოს ანჯელესში გაიმართა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 51 წლის ჯონი დეპი და 28 წლის ემბერ ჰარდი ბაჰამის კუნძულებზე ორ კვირაში იქორწინებდნენ. როგორც წყვილთან დაახლოებულმა ადამიანებმა უცხოურ გამოცემებს გაუმხილეს, ორ კვირაში ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის ქორწილი მართლაც შედგება ბაჰამის კუნძულებზე და ისინი ერთაანეთს უკვე მეორედ ეტყვიან “დიახ”.

სპეციალურად ამ ცერემონიალისთვის უკვე დაპატიჟებულია 50 სტუმარი, პატარძალი დიზაინერ სტელა მაკარტნის საქორწილო კაბას ჩაიცვამს, სტუმრების ნაწილს ნეფე თავის კუთვნილ იახტაზე განათავსებს.

წყვილმა ერთმანეთი 2011 წელს ერთ-ერთი ფილმის გადაღებების დროს გაიცნო, მათი ნიშნობა კი 2013 წელს შედგა.