9 თებერვალი, 2015

“გრემის” გამარჯვებულები ცნობილია

gremi2ლოს ანჯელესში რამდენიმე საათის წინ მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაჯილდოება “გრემი” 57-ედ გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში საზეიმოდ გამოავლინეს. რჩეულთა შესახებ ინფორმაცია უკვე განათვსებულია დაჯილდოების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც.

ნომინაციებში “წლის ალბომი” და “როკ ალბომი” გამარჯვებული გახდა Beck ნამუშევრისთვის ”Morning Phase”.

ნომინაციაში “წლის საუკეთესო ახალი არტისტი” გრემი მიიღო სემ სმიტმა, მას ერგო გამარჯვება ნომინაციაში “წლის სიმღერა” და წლის ჩანაწერი სიმღერისთვის „Stay with Me“. მისმა სადებიუტო ალბომმა „In the Lonely Hour“ კი გრემი მიიღო ნომინაციისთვის „საუკეთესო ვოკალის პოპ-ალბომი“.

ნომინაციაში ”საუკეთესო ტრადიციული პოპ ალბომი ვოკალით” გაიმარჯვეს ლედი გაგამ და ტონი ბენეტმა ერთობლივი დისკით „Cheek to Cheek“.

ნომიანციაში “დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო გამოსვლა” გრემი მიიღეს კრისტინა აგილერამ და A Great Big World-ის დუეტმა.

ნომინაციებში „საუკეთესო R&B სიმღერა“ და „საუკეთესო R&B შესრულება“ გრემი მიენიჭა ბიონსეს სიმღერისთვის „Drunk in Love“, რომელსაც ის ჯეი-ზისთან ერთად ასრულებს. მანვე გაიმარჯვა კიდევ ერთ ნომინაციაში „საუკეთესო ხმოვანების მქონე ალბომი“, ამ კატეგორიაში საუკეთესოდ მისი ალბომი „Beyonce“ დაასახელეს.

ნომინაციაში „საუკეთესო როკ-სიმღერა“ გრემი მიიღო ჯგუფ Paramore-ის ნამუშევარმა  „Ain’t It Fun“.

ნომინაციაში „საუკეთესო ურბანული ალბომი“ პირველობა არავის დაუთმო ფარელ უილიამსმა ალბომით „Girl“. მეორე გრემი კი მან ჰიტისთვის „Happy“ მიიღო ნომინაციაში „საუკეთესო სოლო პოპ-შესრულებელი”. ამ ჰიტის ეკრანიზაციამ ნომინაციაში „საუკეთესო კლიპი“ გაიმარჯვა.

ნომინაციებში „საუკეთესო რეპ-შესრულება“ და „საუკეთესო რეპ-სიმღერა“ გამარჯვებულად გამოცხადდა კენდრიკ ლამარის ნამუშევარი „i“.

მსოფლიოში ცნობილი რეპერი ემინემი კი ორ გრემს დასჯერდა. მან გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო რეპ-ალბომი“ ალბომისთვის „The Marshall Mathers LP 2“. მეორე გრემი კი მას რიანასთან ჩაწერილი დუეტის „The Monster“ ნომინაციაში „საუკეთესო რეპ-დუეტი“ გამარჯვებისთვის გადაეცა.