3 თებერვალი, 2015

გიორგი კეკელიძე ამღერდა

keke6მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე ამღერდა. ის 5 თებერვალს ,,ბიბლუსი გალერეაში” შემოქმედებით საღამოს გამართავს, სადაც ზუმბასთან ერთად მუსიკალურ კომპოზიციას წარმოადგენს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საღამო იქნება იმდენად მრავაფეროვანი, რამდენადაც თავად მისი მთავარი გმირია. პოეზია, პროზა და უკვე მუსიკაც.. ერთ დროსა და სივრცეში…

უფრო ზუსტად კი:

პოეზია – გიორგი კეკელიძის კრებული – მინიატურები მხატვარ მაი ლაშაურთან ერთად – ნახატების გამოფენა.

პროზა – ,,გურული დღიურები” გურული გმირების მონაწილეობით;

მუსიკა – გიორგი კეკელიძის და ზუმბას ერთობლივი კომპიზიციის: ,,ქორწილი და განშორება ანაზდად, გნებავთ ანდაზად” პრეზენტაცია;

ბონუსად კი ფასდაკლება გიორგის ყველა წიგნზე.

გიორგი კეკელიძის საღამოზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.