21 თებერვალი, 2015

ევროკავშირის კინოფესტივალს საქართველო მასპინძლობს

eu-films123საქართველოში ევროკავშირის კინოფესტივალი გაიხსნა. თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და ფოთში წარმოდგენილი იქნება იტალიური, პორტუგალიური, დანიური, შვედური, ჩეხური, გერმანული, ფრანგული, ბულგარული, ლიტვური, ნიდერლანდური, სლოვაკური და ესტონური ნამუშევრები.

ევროკავშირის კინოფესტივალი საქართველოში შარშანაც ჩატარდა და მასში სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ფილმები იქნა წარმოდგენილი.

წელს კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. ევროკავშირის კინოფესტივალი საქართველოში პირველ მარტამდე გაგრძელდება.