Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ერეკლე დეისაძე: ’’ყველამ მომიტევეთ’’

26 თებერვალი, 2015

erekle55555მომღერალი და მწერალი ერეკლე დეისაძე პროფესორ ნოდარ ლადარიას ღია წერილით მიმართავს:

“ბატონო ნოდარ, ბევრი მსმენია თქვენს ინტელექტზე, გამოგიტყდებით და უხერხულობამდე ბევრიც. ვინ არ საუბრობს თქვენს ნიჭზე და გონებრივ შესაძლებლობებზე, დიდი და პატარა, გამხდარი და მსუქანი, ნაცი და ქოცი, ათეისტი და მორწმუნე, ლეგიონია მათი სახელი.

უბრალოდ გული ერთ რამეზე მწყდება ბატონო ნოდარ, ნუ მიწყენთ ამ კადნიერებას, ეჭვგარეშეა თქვენ კარგად იცნობთ კლასიკური მუსიკას, გიყვართ ოპერა, მოცარტი, ვერდი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი ბატონო ნოდარ! რომელი ერთი ჩამოვთვალო.

თქვენი გადაცემების ციკლს ყოველთვის ვუყურებდი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ლაშა ბუღაძესთან ერთად მიგყავდათ ბატონო ნოდარ! დიდებული გადაცემა იყო, სულ ვამთქნარებდი. მოურიდებლად, ხელის აფარების გარეშე. პირს დიდზე ვაღებდი. პირველი შეკითხვა ამ გადაცემის ნახვის შემდეგ გამიჩნდა ბატონო ნოდარ! თუ ინტელექტუალი ბრძანდებით მაშინ სხვა მუსიკალურ ჟანრებსაც ისე კარგად უნდა იცნობდეთ როგორც კლასიკურ მუსიკას, ამიტომ რამდენიმე შეკითხვით მოგმართავთ.

კარგად მოგეხსენებათ, რომ კლასიკურ მუსიკაზე დგას ყველა ის მიმდინარეობა რაც თანამედროვე მსოფლიო მუსიკის ნაწილია. მუსიკის ისტორია ხომ მისი განვითარების ისტორიაც არის ბატონო ნოდარ! ამიტომ მოემზადეთ!

მოემზადეთ და ისე მიპასუხეთ.

,,ვინ მოკლა თუფაქი ბატონო ნოდარ?”

,,რის გამო მოკლეს და თქვენ რა ვერსია გაქვთ?”

,,გამომძიებელი არა ხართ მაგრამ ინტელექტუალი ხომ ხართ ბატონო ნოდარ?”

,,ვის აწყობდა ახალგაზრდა პერსპექტიული რეპერის მკვლელობა ბატონო ნოდარ?”

“კლავ ერთია, მაგრამ ასე უმოწყალოდ ბატონო ნოდარ?”

,,რუსეთის კვალია მანდაც ბატონო ნოდარ. ოღონდ ამერიკა ლაფში გასვარონ და ყველაფერს იკადრებენ.”

,,რას ერჩოდნენ, ვის რას უშავებდა, თავისთვის იყო, სიმღერებს წერდა, ხალხს უყვარდა, არ აცადეს ბატონო ნოდარ!”

,,ვის არ დააბრალეს მაგის მკვლელობა, ნოტარიუს ბიაიჯი ხომ იცით ბატონო ნოდარ? მსუქანი ზანგი, უფრო კორექტულად რომ ვთქვა აფროამერიკელი ბატონო ნოდარ! ბოლოს ისიც მოიშორეს.”

,,თავიდან მაგას აბრალებდნენ მაგრამ მერე სხვა ვერსიებიც გაჩნდა.”

დავანებოთ თავი თუ ფაქს ბატონო ნოდარ.

ემინემზე რას მეტყვით, რატო შეურაცხყო დედამისი?

დედაზე ძვირფასი რა უნდა იყოს ამ ქვეყანაზე?

ხო გიყვართ დედა ბატონო ნოდარ?

დედა ბატონო ნოდარ.

დედა,

დედა,

დედა…

ემინემზე გეკითხებოდით და მაინტერესებს რატომ სთხოვს დედამისს პატიებას მისამღერში.

,,ამსორი მამაო, ა ნევა გეთ მე ქუ ვან და ქიმინალა ქლოზედ”-ო

მომიტევეთ ინგლისურის არცოდნა.

მომიტევეთ ყველამ იმდენი, რამდენის მოტევებაც შეგიძლიათ.”