4 თებერვალი, 2015

ეკონომიკისა და კულტურის ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა

ttt6კინოს სახლში კულტურის მინისტრი კინემატოგრაფისტების ნაწილს შეხვდა. როგორც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე აცხადებს, ამ შეხვედრაზე “ქართული ფილმის” ბედზე იყო საუბარი:

“კიდევ ერთხელ შეეჯახა ეკონომიკისა და კულტურის ინტერესები საქართველოში…
კულტურის მინისტრი შეხვდა კინემატოგრაფისტების ნაწილს კინოს სახლში. “ქართული ფილმის” ბედზე იყო საუბარი. ეკონომიკის სამინისტრო აპირებს თურმე კონკურსის, თუ ტენდერის გამოცხადებას სააქციო საზოგადოების, რომელიც 100%-ით სახელმწიფო საწარმოა, მართვაზე.

20 წელია მართავენ, მართავენ და მართავენ… და სადამდე მიიყვანეს, ხომ ვხედავთ. 4 დირექტორი მოხსნეს და დანიშნეს, აბსოლუტურად ყველა იყო მესია და გადამრჩენელი…

ფაქტი კი ის გახლავთ, რომ “ქართულ ფილმს” 1994 წელს რაც ქონება ჰქონდა, დღეს იმის 10%-იც აღარ აქვს. აი, ეს გახლავთ სახელმწიფო მენეჯმენტი. ყოფილ თანამშრომლებს ჯერ კიდევ აქვთ სტუდიის ამუშავების და ფეხზე დაყენების სურვილი… გადასცენ ამ ხალხს ეს აქციები. ამით ორივე მხარე მოიგებს, პირველ რიგში, სახელმწიფო…

ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრას არ დასწრებიან… ცოტა ხალხი იყო… ახალგაზრდობა საერთოდ არ ყოფილა… კიდიათ შენი “ქართული ფილმი”, რაც მშვენიერია…”

“ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თამაზ ორაშვილის განცხადებით:

“კინოს სახლში მოწვეული იყო კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სადაც ს.ს. “ქართულ ფილმში” შექმნილი მძიმე სიტუაციიდან ერთობლივად ვეძებდით გამოსავალს. ჩვენი მოთხოვნა იყო სააქციო საზოგადოების ქონების დაბრუნება, რომელიც წინა ხელისუფლებამ, თაღლითური გზით წაგვართვა. გაკვირვებული დავრჩი, როცა მინისტრმა გვიპასუხა, ყველაფერს გავაკეთებ სააქცო საზოგადოებაში სამართლიანობის აღსადგენადო. მერე კი სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, მოაწყვეთ კონკურსი “ქართული ფილმის” მართვაზეო. რაშიც ჩვენ, ანუ სახელმწიფო მაქსიმალურად დაგეხმარებითო.”