14 თებერვალი, 2015

’’ჩემი ცოლის დაქალები’’ იწყება

daqalebi45ქართველი მაყურებლისთვის მონატრებული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ეთერში ბრუნდება. შემოქმედებითმა ჯგუფმა პირობა არ დაარღვია და სერიალის მორიგი სეზონის ჩვენებას მართლაც თებერვალში იწყებს.

“ჩემი ცოლის დაქალების” ოფიციალურ ვებ გვერდზე უკვე გამოჩნდა მეშვიდე სეზონის პირველი სერიის ანონსი, რომელსაც ათასობით ნახვა, მოწონება და კომენტარი აქვს.

სერიალის პრომოში ჩანს ლელა მებურიშვილი, რომელიც კატოს როლს ასრულებდა. ტრადიციულ გმირებთან ერთად სერიალში მივიწყებული სახეებიც ჩნდებიან, მათ შორის არის დათო დარჩიას გმირი მირიან ბარათეონი.

“ჩემი ცოლის დაქალები” ამჯერადაც კვირაში სამჯერ გავა ეთერში და ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას მაყურებელი სერიალის პერსნაჟების ისტორიების თანამონაწილე გახდება.