3 თებერვალი, 2015

”7+1” ბრუნდება

stalini6თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ლაშა ბუღაძის პიესები ბრუნდება. რეჟისორ გოგა ქაჩიბაიას სპექტაკლი “7+1” უფროსი თაობის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი და მასზე 17 წლამდე მაყურებელს არ უშვებენ.

“ნოდარი და თამუნა… ლეილა და ასაწყობი კაცი… ქეთინო და ბადრი… ლეილა და ზღვა… სტალინი და მეძავი მაყვალა… აბსურდის თეატრის და ყოფითი ისტორიების სინთეზი ტრაღი-კომიკურ სანახაობას ქმნის. რეჟისორი თამამად საუბრობს ჩვენი საზოგადოების მანკიერ მხარეებზე და წარსულის აჩრდილსაც აცოცხლებს. სტალინი არა დიქტატორად, არამედ ჩვეულებრივ მოკვდავად გვევლინება, რომელსაც მამაკცური სურვილის დაკმაყოფილება სწადია. გაუმართლებს კი?…” – ასეთია სპექტაკლის სინოფსისი.

გოგა ქაჩიბაიას სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო ლეჟავა, თამარ ლორთქიფანიძე, ხატია მელქაძე, გიორგი კაჭახიძე, პაატა მხეიძე, ნინო ლორთქიფანიძე, სალომე წურწუმია, ლაშა გრძელიძე, ნინო კიკაჩეიშვილი, გიორგი მაისურაძე, გიორგი გოგიშვილი, ვასილ ამურველაშვილი, სოფიო ახუაშვილი, თამარ ტყემალაძე, სოფიო ფერაძე, ასმათ ქურციკიძე და მერაბ ბრეკაშვილი.