16 თებერვალი, 2015

ლელა ალიბეგაშვილს თეატრიდან უშვებენ?

lela111მას შემდეგ, რაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა მიშა გომიაშვილმა უმცირესობებთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გააკეთა, “იდენტობამ” მოუწოდა ყველა დამსაქმებელს, შეწყვიტონ ყველანაირი ურთიერთობა მიშა გომიაშვილთან.

კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა რუსთაველის თეატრის მსახიობმა ლელა ალიბეგაშვილმა. როგორც მათი კოლეგა მსახიობი ნანა ხურითი ავრცელებს ინფორმაციას, პრობლემები შესაძლოა ლელა ალიბეგაშვილსაც შეექმნას:

“რამდენადაც მითხრეს, ლელა ალიბეგაშვილის თეატრიდან გაშვებას ითხოვენ “ისინი”. არც მინდა მათი ხსენება… ანტიდისკრიმინაციული კანონის შემდეგ ძალიან გააქტიურდნენ. (მეც წინააღმდეგი ვიყავი ამ კანონის) ვიმეორებ, ძალადობას ჩამონათვალი არ სჭირდება. ძალადობა ძალადობაა და დაკონკრეტება არ იყო საჭირო. საით მიდის მსოფლიო? მსოფლიო ერთი “ორგანოს” გარშემო ტრიალებს, სამწუხაროდ… უკაცრავად კიდევ ერთხელ.

პ.ს. არადა, ვიცნობ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ბევრად ღირსეულად იქცევიან, ვიდერე მათი “ვითომ დამცველები”.