მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი Chanel-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში ჩაერთო. დიზაინერ კარლ ლაგერფილდს ისე მოეწონა მასთან მუშაობა, რომ ფრანგული მოდის მეტრმა კვლავ შესთავაზა მოდელს თანამშრომლობა.
ლაგერფილდმა პირადად გადაიღო მოდელი Chanel-ის 2015 წლის საგაზაფხულო კამპანიაში. შავ-თეთრი ფოტოსესია პარიზის ღამის ქუჩებში მიმდინარეობდა. მოდელმა Chanel-ის ახალი კოლექცია მოირგო და პარიზის ცარიელ და განათებულ ქუჩებში იპოზიორა. ფოტოებისთვის მეტი ბუნებრიობის მინიჭებისთვის, კარლ ლაგერფილდმა ჟიზელი ფეხშიშველი გადაიღო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟიზელ ბუნდჰენი Chanel-ის სახეა. მოდელი ამ ბრენდთან აქტიურად და საკმაოდ წარმატებითაც თანამშრომლობს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.