Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზაზა ურუშაძეს და გიორგი ოვაშვილს ხელოვნების ქურუმი გადასცეს

19 იანვარი, 2015

za2ქართველ კინორეჟისორებს ზაზა ურუშაძეს და გიორგი ოვაშვილს კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო ხელოვნების ქურუმი გადაეცათ.

რეჟისორებმა ეს ჯილდო საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღეს. მათი დაჯილდოების ცერემონიაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ქართული ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავად გამართულ სპეციალურ მიღებაზე მთავრობის მეთაურმა და კულტურის მინისტრმა გადამღებ ჯგუფსა და კინოხელოვანებს უმასპინძლეს.

ოსკარზე წარსადგენი უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში კინოსურათი 83-მა ქვეყანამ წარადგინა, საიდანაც ჟიურიმ 9 საუკეთესო ფილმს შორის ორი ქართული ნამუშევარი – ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ და გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ შეარჩია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოსკარის უცხოენოვანი ფილმების „შორთლისტში“ ერთდროულად ორი ქართული ფილმი მოხვდა.

15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოსთვის ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“ იბრძოლებს. ფილმი ესტონურ-ქართული კოპროდუქციაა. აღნიშნულ ნომინაციაზე წარსადგენ ფილმთა სიაში იყო ასევე, გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“, რომელიც ხუთეულს მიღმა დარჩა.