Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ტრიო “ბრავო” ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაუკრავს

22 იანვარი, 2015

Trio-Bravo26 იანვარს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გერმანიის საელჩო ტრიო „ბრავოს“ კონცერტს გამართავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეეძლება.

ტრიო “ბრავო” 2000 წელს დაარსდა და მისი წევრები არიან გალინა ბანდურა (ვიოლინო), ანატოლი დანელიანი (ალტი) და ალიონა ოგანოვი (ფორტეპიანო). ტრიოს ჩატარებული აქვს არაერთი საქველმოქმედო საღამო და კონცერტი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით მათ 2014 წლის დეკემბერს ჩაატარეს საქველმოქმედო კონცერტი ხონში მცხოვრებ ლტოლვილთათვის.

ტრიოს რეპერტუარი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით. ის მოიცავს შედევრებს ადრეული რენესანსის ეპოქიდან თანამედროვე კლასიკური ნაწარმოებების ჩათვლით.

ტრიო „ბრავოს“ სამხატვრო ხელმძღვანელია მევიოლინე გალინა ბანდურა, რომელიც ჰერბერტ ფონ კარაიანის ოქროს მედლის მფლობელი და საქართველოს ღირსების ორდენის კავალერია.