Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თეატრებში ექსკურსიები იწყება

21 იანვარი, 2015

eqskursia6საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს მასშტაბურ პროექტს სკოლის მოსწავლეებისთვის – “ექსკურსია თეატრებში“, რომლის მიზანიც სკოლის მოსწავლეების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაა.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უძღვებოდნენ.

პროექტის „ექსკურსია თეატრებში“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ესტუმროს სასურველ თეატრს, დაათვალიეროს სცენა, საგრიმიორო, კულისები, რადისტის (ხმის რეჟისორი) და გამნათებლის ოთახები; აგრეთვე დეკორაცია და თეატრალური კოსტიუმები. სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან თეატრის არქივს და ისტორიას, დაესწრებიან რეპეტიციას, პირადად შეხვდებიან თეატრის რეჟისორებსა და მსახიობებს, სპექტაკლებზე კი ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით.

პროექტის პირველ ეტაპზე ერთვება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი (სსიპ) 11 თეატრი. ეტაპობრივად, წლის ბოლომდე, პროექტში საქართველოს ყველა თეატრი ჩაერთვება.

თეატრში ექსკურსიის დასაგეგმად, დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება აქვთ კულტურის სამინისტროს ვებ გვერდზე აირიჩიონ სასურველი დანიშნულება, გაეცნონ შემოთავაზებულ სერვისებს, შეავსონ განაცხადი და დაგეგმონ ექსკურსია.