26 იანვარი, 2015

თამაზ გოდერძიშვილს ’’ხელოვნების ქურუმი’’ მიანიჭეს

tam4მწერალს, დრამატურგს და მთარგმნელს თამაზ გოდერძიშვილს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმაღლესი ჯილდო ”ხელოვნების ქურუმი” გადასცა.

მინისტრი დაესწრო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იუბილარი დრამატურგის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ART – ხელოვნება“. მასში ქართული თეატრის სამი თვალსაჩინო წარმომადგენელი ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი მონაწილეობს. სპექტაკლი თემურ ჩხეიძემ დადგა.წარმოდგენა უკვე 16 წელია მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშია და მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მიხეილ გიორგაძემ თეატრალური ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თამაზ გოდერძიშვილი სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი „ხელოვნების ქურუმით“ დააჯილდოვა.