22 იანვარი, 2015

სოფო ბედიამ ჯვარი დაიწერა

sopo4მომღერალმა სოფო ბედიამ სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერა. მან და მისმა რჩეულმა მიშა მესხმა ჯვრისწერა 22 იანვარს გადაწყვიტეს. მომღერალმა თეთრი კაბა ჩაიცვა და საყვარელ მამაკაცს უფლის წინაშე ერთგულება და სიყვარული სამუდამოდ შეჰფიცა.

სოფო ბედია და მიშა მესხი უკვე წლებია ერთად არიან. მიშას გაცნობამდე სოფო მომღერალ მიშა შაყულაშვილზე იყო გათხოვილი. მათ ერთი ბიჭი ნიკუშაც ჰყავთ. სოფოს და მიშას დაშორება მათ ცხოვრებაში მესამე პირის გამოჩენას დაბრალდა, თუმცა მაშინ ორივე უარყოფდა ამ მიზეზით ოჯახის დანგრევას.

მათი ოფიციალური დაშორების შემდეგ, სოფო ბედია საზოგადოებაში მალევე გამოჩნდა ახალ მამაკაცთან, მიშა მესხთან ერთად. მის გამოჩენას მომღერლის ცხოვრებაში სოფოს ოჯახის წევრები დადებითად შეხვდნენ.