26 იანვარი, 2015

ყაჩაღიანის არტეფაქტები გამოფენილია

sss2ყაჩაღიანის ბორცვიდან ამოღებული არტეფაქტები ბოლნისის ყოფილი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შენობაშია გამოფენილი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე ბოლნისს ეწვივნენ და ყაჩაღიანის ბორცვიდან ამოღებული არტეფაქტები დაათვალიერეს, რომლებიც იქ დროებით არის განთავსებული.

ბოლნისში ვიზიტისას მიხეილ გიორგაძემ მუზეუმის კონცეფციის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ქვემო ქართლში აშენდება მუზეუმი, სადაც ყაჩაღიანის ბორცვიდან ამოღებული არტეფაქტების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატებიც განთავსდება.