18 იანვარი, 2015

ქეთი დოლიძეს დეზინფორმაციას უვრცელებენ

qeti56რეჟისორ ქეთი დოლიძეს დეზინფორმაციას უვრცელებენ. 16 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია რეჟისორის გარდაცვალების შესახებ. გავრცელებულ ჭორს რეჟისორი თავად გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებაც გაავრცელა:

“ვიღაც ავადმყოფმა და გარეწარმა ჩემი გარდაცვალება აუწყა ყველას!!!! ვისაც ვუყვარვარ, იმან იცოდეს, რომ 100 წელი ვაპირებ სიცოცხლეს! კარგად ვარ და არაფერიც მომივა! დიდი მადლობა ყველას, ვინც დამირეკა და სიყვარული ამიხსნა!!!! გაიხარეთ!!!!”