Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პაატა ბურჭულაძის იუბილეს ალენ დელონი წაიყვანს

27 იანვარი, 2015

alen42015 წლის 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში, სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასი“ დიდი ქართველი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ, სიურპრიზებით აღსავსე, გრანდიოზულ კონცერტს გეგმავს.

ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასში“ გაიმართა სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც მედიის წარმომადგენლებმა პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

კონცერტში მონაწილეობის მისაღებად „არტპალასის“ მოწვევით საქართველოს ესტუმრება 15-მდე ქართველი და უცხოელი მსოფლიო ვარსკვლავი.

საგანგებოდ იუბილისადმი სპორტის სასახლეში შენდება უპრეცედენტო 600მ2-იანი სცენა და ორიგინალური დეკორაცია ეკრანებით, სპეციფიკური განათებითა და გახმოვანებით.

კონცერტის კონცეფცია აერთიანებს ქართველ და უცხოელ პრიმადონებს, რომლებიც მსოფლიო ბანს 60 წლის იუბილეს ულოცავენ.

კონცერტის მაღალ ხარისხსა და მასშტაბურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში პირველად ჩამოვა ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი, რომელიც ქართველ პიანისტ დავით ალადაშვილთან ერთად წარუძღვება საღამოს.

პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობენ ნინო მაჩაიძე, მაყვალა ქასრაშვილი, იანო თამარი (ალიბეგაშვილი), ანიტა რაჭველიშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, მარიკა გულორდავა , თეონა დვალი, ნანა მირიანი (ქავთარაშვილი) და უცხოელი პრიმადონები მიშელ კრაიდერი, ოლგა ბოროდინა და ირინა მაკაროვა. გარდა მომღერლებისა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე.

სპეციალურად ამ დღისათვის ერთიანდება ორი სიმფონიური ორკესტრი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ორი მაესტრო უდირიჟორებს – ჯანლუკა მარჩანო და ნიკოლოზ რაჭველი.

ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება და მისი ფასი 10-დან 120 ლარამდეა.