11 იანვარი, 2015

ნიკოლ კიდმანს სასამართლოში უჩივლეს

nicole-kidman1ჰოლივუდის ვარსკვლავს ნიკოლ კიდმანს სასამართლოში უჩივლეს. საჩივარი ვარსკვლავთან დაკავშირებით მისმა მეზობელმა ლეონარდ შტეიბერგმა შეიტანა. კიდმანს მალე მოუწევს წარსდგეს ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს წინაშე და დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.

ავსტრალიელი მსახიობი ქონების გაფუჭებაში მის ქვემოთ სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა დაადანაშაულა, რომელიც აცხადებს, რომ ნიკოლ კიდმანის სახლში 2012 წელს წყლის მილი გასკდა, რამაც მისი სახლი დააზიანა. ლეონარდ შტეიბერგი ზარალის ანაზღაურების მიზნით 46.000 დოლარს ითხოვს. ის ამტკიცებს, რომ ზამთარში ტერასაზე განთავსებულ მილში წყალი გაიყინა, მილი გასკდა და ისიც სწორედ მაშინ დაზარალდა.

თავად მსახიობი ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი 13 მილიონიანი დუპლექსი აბსოლუტურ წესრიგშია და არანაირი მილის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.