მერლინ მონრო Max Factor-ის სახეა

merlin2არსებობენ მსოფლიოში ვარსკვლავები, რომლებიც მილიონობით დოლარის გამომუშავებას გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ. მათ შორისაა, მსოფლიო კინოვარსკვლავი მერლინ მონრო, რომელმაც გასულ წელს მეექვსე ადგილი დაიკავა იმ ცნობილ ვარსკვლავთა შორის, რომლებიც გარდაცვალების შემდეგაც დიდი რაოდენობით თანხას აგროვებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მერლინ მონრო რამდენიმე ათეული წლის წინ გარდაიცვალა, ის დღემდე რჩება კლასიკური სილამაზის და ქალური შარმის ეტალონად, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს წამყვანი კოსმეტიკური ბრენდები მას დროდადრო კვლავაც უბრუნდებიან და თავისი პროდუქციის რეკლამაში იყენებენ. თუკი მანამდე მერლინი Chanel No.5-ის სახე გახდა, ამჯერად ის Max Factor-ის სარელამო კამპანიაში ჩაერთო.

კომპანიის ხელმძღვანელობამ უკვე დაასახელა მსახიობი სილამაზის და გლამურის გლობალურ ელჩად. ცნობილია, რომ მერლინ მონრო თავის დროზე Max Factor-ის ყველაზე ცნობილი მომხმარებელი იყო.

“მერლინ მონროს სტილია მკვეთრი წითელი პომადა, სუფთა და მოვლილი სახის კანი, თვალებზე შავი ფანქრის ხაზები და დრამატული გამომეტყველება. მსახიობი სწორედ ასეთმა თვითმყოფადობამ გახადა მსოფლიო ვარსკვლავი. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დღემდე მისი სტილი აქტუალობას არ კარგავს,” – განაცხადა ბრენდის წამყვანმა ვიზაჟისტმა პატ მარკგრატმა.