20 იანვარი, 2015

კონსერვატორიაში ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართება

Konservatoria4527 იანვარს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სოლისტი ირაკლი კახიძე და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის და ბალეტის თეატრის სოლისტი გოჩა დათუსანი-ჯიღაური. კონცერტმეისტერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი თეონა ბუაძე.

საკონცერტო პროგრამაშია დონიცეტის, პუჩინის, ბოიტოს, ვერდის, ბიზეს, გუნოს და ჩილეას ნაწარმოებები.

კონცერტზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.