ჯენიფერ ლოპესზე ფილმი გადაიღეს

jeilo1მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავზე ჯენიფერ ლოპესზე, მის კარიერასა და ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. სურათს ”Jennifer Lopez: Dance Again” ეწოდება და მასში ასახულია მომღერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები.

ფილმში გაერთიანებულია ჯეი ლოს მსოფლიო საგასტროლო ტურნეს მიმოხილვა, სადაც ასევე დაფიქსირებულია მისი რეალური გრძნობები და განცდები მარკ ენტონთან დაქორწინებისა და განშორების შესახებ.
თავად მომღერლის განცხადებით, ის, რაც მას რეალურ ცხოვრებაში უნდა, ეს ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინებაა:

“ეს არ იყო ჩემი ოცნება. ჩემი ოცნება იყო, რომ სიცოცხლის ბოლომდე ერთად გვეცხოვრა. როცა გათხოვილი ხარ, არასდროს გინდება დაანგრიო ოჯახი.”

მარკ ენტონი და ჯენიფერ ლოპესი 2004 წელს დაქორწინდნენ. 4 წლის შემდეგ, მომღერალმა ტყუპები გააჩინა – ბიჭუნა მაქსიმილიან დევიდი და გოგონა ემა მერიბელი.

2011 წელს წყვილმა განშორების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. გაყრის მიზეზად მათ ცხოვრების რთული ეტაპი დაასახელეს, რაც ასევე ბევრ პრობლემას აერთიანებდა. დეტალებზე წყვილს არასოდეს უსაუბრია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ გაყრის ინიციატორი ჯენიფერ ლოპესი იყო.

ოჯახის დანგრევა მომღერალმა საკმაოდ მძიმედ განიცადა, რასაც ვერ ვიტყვით მის მეუღლეზე. მარკ ენტონმა ნოემბერში 26 წლის შენონ დე ლიმაზე ოფიციალურად იქორწინა.