3 იანვარი, 2015

გიორგი ყიფშიძე ტრავმირებულია

yifsho2მსახიობ გიორგი ყიფშიძეს გუდაურში დასვენება ძვირად დაუჯდა. მან სრიალისას ფეხი მოიტეხა. ექიმებმა მსახიობს ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს.

ამ სამწუხარო ამბის გამო, მსახიობი “ნიჭიერის” მეხუთე ნახევარფინალს ვეღარ წაიყვანს. არ არის გამორიცხული სახალხო პროექტის მეხუთე სეზონის ფინალმაც მის გარეშე ჩაიაროს.

ინფორმაციას ამის შესახებ “ნიჭიერის” ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს:

“სამწუხარო ამბავი გვაქვს: გუდაურში დასვენებისას გიორგი ყიფშიძემ ფეხი დაიზიანა და მეხუთე ნახევარფინალს ვერ დაესწრება. ასევე შესაძლოა ფინალმაც მის გარეშე ჩაიაროს.”