გია როინიშვილი კინომსახიობთა თეატრიდან გაუშვეს

rionishvili2მსახიობი გია როინიშვილი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრიდან გაუშვეს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მსახიობმა გია როინიშვილმა გაავრცელა:

“ჩემი 30 წლიანი მუშაობა თუმანიშვილის თეატრში დასრულდა… დღეს შემატყობინეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელმა (ქეთი დოლიძე) ჩემთან ხელშეკრულება არ გააგრძელა იმ მიზეზით, რომ ორი წელი სპექტაკლი არ მითამაშია, ოღონდ თვითონ ამომიღო ყველა მოქმედი სპექტაკლიდან. რა უფლებით? დღესაც არ ვიცი. როგორც ვატყობ, თუმანიშვილის თეატრში სამართლიანობა აღდგა, დოლიძემ კი ღირსება დაიბრუნა. ყველას გილოცავთ ახალ წელს. პ.ს. to be continued.