15 იანვარი, 2015

“ერთი ერთშის” მერვე ტური ლიზა ყენიამ მოიგო

liza2მუსიკალური პროექტის “ერთი ერთში” მერვე საკონკურსო ტური წარმატებული ლიზა ყენიასთვის აღმოჩნდა.

ამ ტურში ოთხმა კონკურსანტმა ოთხი ქართველი მომღერალი განასახიერა. გოგა მესხი იყო გიგი დედალამაზიშვილი, ნუკა კვალიაშვილი ეკა კვალიაშვილი, ლიზა ყენია მაია ჯაბუა, თემო საჯაია ანრი ჯოხაძე. სალომე ბაკურაძე ნატალი ქოლი, ზურა ჯავახია ლუის პრიმა, ნინი წიკლაური როდ სტიუარტი, გიორგი სუხიტაშვილი ფილიპ ბეილი.

ჟიურის მეოთხე მოწვეული წევრი გახდა რეჟისორი ზაზა ორაშვილი. მან თავისი უმაღლესი 12 ქულა გიორგი სუხიტაშვილს დაუწერა, ვოკალის პედაგოგმა სისი სამიმ 12 ქულა გოგა მესხს მიაკუთვნა, ნიკუშა შენგელაიამ და ზაკ რისმა უმაღლესი შეფასება ლიზა ყენიას მისცეს. საბოლოოდ ამ ტურის გამარჯვებული ლიზა ყენია გახდა 57 ქულით.

მთლიანობაში რვავე ლაივტურების შედეგად ლიდერობს სალომე ბაკურაძე 453 ქულით, მეორე ადგილზეა ნინი წიკლაური 374 ქულით, მესამე ადგილოსანია თემო საჯაია 350 ქულით და მეოთხე ადგილზეა ლიზა ყენია 328 ქულით.

პროექტის ერთ-ერთმა წამყვანმა კახა კინწურაშვილმა შეფასებების დასრულების შემდეგ კონკურსანტები ლოტოტრონთან მიიწვია და მომავალი ოთხშაბათის კონკურსანტები აარჩევინა. გოგა მესხი გვაია კონდიოსი იქნება, ზურა ჯავახია მადონა, ნუკა კვალიაშვილი ლანა დელ რეი, თემო საჯაია სილო გრინი, გიორგი სუხიტაშვილი სტინგი, ნინი წიკლაური ემილი სანდე, სალომე ბაკურაძე The Weather Girls და ლიზა ყენია მარია კალასი.