Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბენედიქტ კამბერბეტჩი ბოდიშს იხდის

28 იანვარი, 2015

kamber6შერლოკ ჰოლმსის როლის შემსრულებელი ბრიტანელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეტჩი საჯაროდ იხდის ბოდიშს და უკან მიაქვს თავისი სიტყვები, რომელიც ფერადკანიან მსახიობთა მიმართ წარმოსთქვა:

“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი დაუფიქრებელი სიტყვებით გული ვატკინე ადამიანებს, მათ შორის, ჩემს თაყვანისმცემლებსაც. ამის გამო, საჯაროდ ვიხდი ბოდიშს. ვიცი, რომ ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. თავს ნამდვილ სულელად ვგრძნობ. ეს ჩემთვის გაკვეთილია, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.”

ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას მსახიობმა განაცხადა, რომ “ფერადკანიან მსახიობებს საკმაოდ უჭირთ მუშაობა დიდ ბრიტანეთში”:

“ფერადკანიან ადამიანებს უჭირთ დიდ ბრიტანეთში თავის დამკვიდრება. ბევრ ჩემს მეგობარს წარმატების მისაღწევად მეტი შანსი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიდრე დიდ ბრიტანეთში და ეს უნდა შეიცვალოს.”

ამ განცხადების გამო, ბენედიქტი რასიზმში დაადანაშაულეს. მოგვიანებით მსახიობმა განაცხადა, რომ ძალიან წუხს თავისი დაუფიქრებლობის გამო, რადგან კარგად გაიაზრა, რომ მისმა სიტყვებმა რიგით ადამიანებთან ერთად მისი მეგობრებიც გაანაწყენა.