16 იანვარი, 2015

Avatar 2-ის პრემიერა გადაიდო

avatar2“Avatar”-ის რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ “Avatar 2”-ის პრემიერა 2017 წლისთვის არის გადატანილი.

ფილმის მეორე ნაწილის პრემიერის თითქმის ერთწლიანი დაგვიანება რეჟისორმა იმით ახსნა, რომ სამივე ფილმის გადაღებები ერთდროულად მიმდინარეობს. ტრილოგიის დეკორაციასა და პერსონაჟების შექმნაზე შემოქმედებითი ჯგუფი აქტიურად მუშაობს:

“როგორც ჩანს, საკმაოდ ამბიციურები აღმოვჩნდით. პირველ ფილმზე მუშაობისას წელიწადნახევარი დამჭირდა სცენარის დასამუშავებლად. ახლა კი ჩვენ სცენარს ვწერთ ერთდროულად სამი ფილმისთვის”, – განაცხადა რეჟისორმა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ “Avatar 2”-ს პრემიერა 2017 წლის 25 დეკემბერს გაიმართება. მომდევნო ორი ფილმის პრემიერა კი – 2018 და 2019 წლებში.
ტრილოგიაში დაბრუნდებიან მსახიობები ზოი სალდანა, სემ უორტინგტონი და სიგურნი უივერი.