21 იანვარი, 2015

“არა პანორამას” – საპროტესტო აქცია საკრებულოსთან

panorama831 იანვარს საკრებულოსთან “ტფილისის ჰამქარი” და მისი მხარდამჭერები “პანორამა თბილისს” აქციით  ”არა პანორამას” გააპროტესტებენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ:

“პანორამა-თბილისის” პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა ნგრევითი სამუშაოები დაწყებულია. მშენებლობის ნებართვის ასაღებად დარჩა ერთი ინსტანცია – ეკონომიკის სამინისტრო! სამინისტროში დოკუმენტაცია უკვე შეიტანეს!

ამ მასშტაბის პროექტს უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი მასშტაბის საზოგადოებრივი პროტესტი!

ვისაც ძველი თბილისის მნიშვნელობის ახსნა არ გჭირდებათ, ვინც არა ერთხელ მდგარხართ გუდიაშვილზე, იმელთან, მირზა შაფზე, ვაკის პარკში, საყდრისში…. ვინც თვლით, რომ ეს ქალაქი თქვენია, ვისაც გაქვთ სურვილი თბილისისთვის რამე გააკეთოთ, ვინც ეს შანსი ადრე ვერ გამოიყენეთ.. ვინც ფიქრობთ, რომ ხელისუფლება საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულია….
ვინც ფიქრობთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი… ვინც იცით, რომ “ხვალ” უკვე გვიან იქნება…

შაბათს, 31 იანვარს, 15 საათზე მოდით, თავისუფლების მოედანზე, საკრებულოსთან და დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ქალაქი!

ვისაც გცალიათ მოდით! ვინც დაკავებულები ხართ მეგობრებს თხოვეთ მოსვლა!

აქცია დაიწყება საკრებულოსთან და დასრულდება ბიძინა ივანიშვილის სახლთან!”