4 იანვარი, 2015

ამერიკელმა კინოკრიტიკოსებმა წლის ფილმი დაასახელეს

clis-filmi1ამერიკელმა კინოკრიტიკოსებმა 2014 წლის საუკეთესო ფილმი დაასახელეს. მათი აზრით რეჟისორ ჟან ლუკ გოდარის დრამა “Goodbye to Language” გასული წლის საუკეთესო ფილმია. 84 წლის გოდარის ფილმი, რომელიც 3 დე-შია გადაღებული, გათხოვილ ქალზე, მარტოხელა მამაკაცსა და ძაღლზე მოგვითხრობს.

საუკეთესო მსახიობად კინოკრიტიკოსებმა ტიმოტი სპოლი დაასახელეს. მან მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ მაიკ ლის მიერ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში “Mr. Turner”, სადაც მან ბრიტანელი ფერმწერი უილიამ ტერნერი განასახიერა.

საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა ფრანგი მარიონ კოტიარი ბელგიელი რეჟისორების ჟან პიერისა და ლუკა დარდენოს მიერ გადაღებულ ფილმში ”The Immigrant; Two Days, One Night” შესრულებლი როლისთვის.

წლის რეჟისორად დასახელდა რიჩარდ ლინკლეიტერი მის მიერ გადაღებული ფილმისთვის ”Boyhood”.

საუკეთესო სცენარისტად აღიარეს უეს ანდერსონი, რომელმაც დაწერა სცენარი ფილმისთვის ”The Grand Budapest Hotel”.

ქალისა და მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლებისთვის გამორჩეულები გახდნენ ჯონათან კიმბლ სიმონსი ფილმში ”Whiplash”

შესრულებული მეორეარისხოვანი როლისთვის და პატრისია არკეტი ფილმში ”Boyhood” თამაშისთვის.

2014 წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად კი ლორა პოიტრასის ფილმი ”Citizenfour” დასახელდა, რომელმაც ედვარდ სნოუდენთან ინტერვიუ ჩაწერა.