ვაჟა დურგლიშვილის საღამო კონსერვატორიაში გაიმართება

142 დეკემბერს კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სტუდია “მთიები”, “ნიჭიერთა ათწლედი”, დუშეთის ხელოვნების სკოლა, არამ ხაჩატურიანის სახელობის ხელოვნების სკოლა, ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ხელოვნების მე-19-ე სკოლა, ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის პირველი სკოლა, რუსთავის ფოლკლორის სკოლა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალური ანსამბლები “მზიური”, “სიმი” ანსამბლი “თბილისი”.

სოლისტების ამპლუაში მსმენელის წინაშე წარსდგებიან პიანისტი ნინო ლეჟავა, ტენორი თამაზ საგინაძე, ბარიტონი სულხან გველესიანი, ბარიტონი ვანო გალუაშვილი, და ბანი გოჩა დათუსანი.