6 დეკემბერი, 2014

“თსუ გორდელა” აქციაში ჩაერთო

gggg1“თსუ გორდელა” აქციაში ჩაერთო, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად იმართება.

გოგონები 9 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თანადგომით კონცერტს ჩაატარებენ და მას აქცია-კონცერტის სახე ექნება.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ანსაბლი “უნივერსიტეტი” და ზურა დათუკიშვილი. აქცია ჩატარდება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, კონცერტის პარალელურად გაიმართება სისხლის ჩაბარების აქცია.

გორდელას კონცერტი თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში შედგება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს თავისუფალად შეეძლება.