1 დეკემბერი, 2014

სტელა მაკარტნიმ საშობაო ჩვენება მოაწყო

8დიზაინერმა სტელა მაკარტნიმ შობის მოახლოებასთან ერთად სადღესასწაულო განწყობა შეიქმნა და ლონდონში ახალი კოლექცია წარმოადგინა. სერ პოლ მაკარტნის შვილმა და ელიტური საზოგადოების ერთ-ერთმა საყვარელმა დიზაინერმა თავისი კლიენტი ვარსკვლავები შეკრიბა და მათ ახალი კოტიუმები უჩვენა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტელა მაკარტნის ბუტიკში, რომელიც ბრაიტონ სტრიტზე მდებარეობს, მომღერლები, მოდის კრიტიკოსები, მსახიობები, ტელეწამყვანები და მოდელები შეიკრიბნენ და ჭიქა შამპანურთან ერთად, მისი ახალი კოლექცია და საშობაო გეგმები განიხილეს.