27 დეკემბერი, 2014

sos!!! – პანორამა თბილისი!

tiflis1”ტფილისის ჰამქარი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი წლის დღეებში ქალაქს კიდევ ერთი საფრთხე დაემუქრება:

“პროექტების გატანისთვის არსებობს ხელსაყრელი პერიოდები, მათ შორისაა წინასაახალწლო პერიოდი, საზოგადოებრივი აქტივობისთვის მკვდარი სეზონი! ამაზეა გათვლილი თბილისის მერიის, ქმედება გენ-გეგმის ფარგლებში სოლოლაკის ქედზე არსებული ლანდშაფტის დაცვის ზონისათვის (კოჯრის მე-3-კილომეტრი) სტატუსის შეცვლის შესახებ. ეს ის ადგილია სადაც პანორამა თბილისი შენდება!

სწორედ ახალი წლის პერიოდში დაიწყო გუდიაშვილის აქციები, თუმცა ამ თემის ინიცირება მერიის და ინვესტორის მხრიდან “მკვდარი სეზონის” იმედად მოხდა!

პროცედურულად შემდეგი გადაწყვეტილების მიმღები საკრებულოა! ეს საკითხი დღის წესრიგის გვერდის ავლით უკვე შეტანილია, თუმცა განხილვის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის!

ამიტომ მოგიწოდებთ, ახალი წლის დღეების მიუხედავად, დავდგეთ საკრებულოსთან ორშაბათიდან და მოვითხოვოთ საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა!

ქალაქი საფრთხეშია!”