30 დეკემბერი, 2014

როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა?

saaxalwlo1მათ, ვისაც სჯერა ჰოროსკოპების, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საახალწლოდ სასარგებლო რჩევებს აძლევს:

“საახალწლო სუფრაზე საკვებ რაციონში უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნული კერძები, საცივი, გოზინაყი, ჩურჩხელა, რძის ნაწარმი, ნამცხვრები, შვრია, ლობიო, ბოსტნეული, მწვანილი, სასმელებიდან თეთრი ღვინო, ლიმონათი, მინერალური წყალი. კარგია ასევე სალათების კერძები. შეიძლება ეგზოტიკური ხილის ანანასის, ბანანის, მანგოს გამოყენებაც. იკრძალება სუფრაზე ცხენის და ცხვრის ხორცის გამოყენება. ხორცეულიდან გამოიყენეთ ძროხის, ღორის და ქათმის ხორცი. რადგან მომავალი წლის იღბლის ელემენტი უკავშირდება ცეცხლის სტიქიას, ამიტომ სანთელთან ერთად საახალწლო ღამეს გამოიყენეთ ბენგალის შუშხუნები და მოაწყეთ ფეიერვერკი. ახალი წლის დადგომამდე მოიშორეთ ყველაფერი ის, რაც თქვენთვის ასოცირდება უიღბლობასთან და კარგი იქნება, თუ ახალ წელს შეხვდებით ისეთ სიტუაციაში, რომელიც იწვევს სასიამოვნო მოგონებებს და ემოციებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს შეხვდეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან და არა უცნობ ადამიანებთან.

ნუ შეხვდებით ახალ წელს თხის ან ცხვრის ქურთუკებში ან სხვა აქსესუარებში, რომელიც თხის ან ცხვრის ბეწვისგან არის გაკეთებული. კარგი იქნება ხის მასალისგან დამზადებული ბეჭდების და სხვა აქსესუარების გამოყენება, მათ შორის საყურეები, სამაჯურები. თმების ვარცხნილობა მეტად უნდა შეესაბამებოდეს ცხვრის სტილს, ანუ საუკეთესო ვარიანტია, თუ დახვეული თმებით შეხვდებით ახალ წელს.

2015 წლის ძირითადი ფერია მწვანე, მას შემდეგ კი წლის ფერებია ლურჯი, ყავისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, ბეჟი. მცირეოდენი ატრიბუტების სახით შეიძლება წითელი ფერის გამოყენებაც, ვგულისხმობ აქსესუარებს. ტანსაცმელშიც უპრიანი იქნება, სწორედ ამ ფერების გამოყენება. უპირველეს ყოვლისა, უკეთესი იქნება, თუ სწორედ ამ ფერებში იქნება გაწყობილი საახალწლო მაგიდა, გამოიყენეთ ამ ფერის ჭურჭელი, თუკი გაქვთ, თუმცა ნეიტრალური ტონი, თეთრი ფერი ასევე მიზანშეწონილია ჭურჭლის სახით. რადგან ეს ხის სტიქიის წელიწადია, კარგი იქნება თუ მაგიდაზე, ისევე როგორც შარშან, წარმოდგენილი იქნებიან ხის ნაკეთობები, ჭიქები, კოვზები, მაგიდა, სხვა ატრიბუტები. კარგი იქნება თუ ნაძვის ხეც ხის იქნება, თუ არადა, ხელოვნური ნაძვის ხის გვერდით დადეთ ხის ტოტი ან მოათავსეთ ჩიჩილაკი. ნაძვის ხის სათამაშოებშიც უნდა დომინირებდეს აქტუალური ფერები.”