20 დეკემბერი, 2014

რა სურს გიორგი სუხიტაშვილს?

suxita1მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ახალი წლის მოახლოებასთან ერთად თავის სურვილებს ამხელს:

“მინდა კარგად ვხატავდე, კარგად ვუკრავდე საყვირზე, ვცხოვროვბდე სადმე ქალაქგარეთ, სადაც ყველა ის ადამიანი იცხოვრებს, ვინც მიყვარს, მოდიოდეს ბევრი სტუმარი, იმართებოდეს პერფორმანსები, იყოს საუბარი ხელოვნებაზე და იმაზე, რეალურად რა სარგებელი შეიძლება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და შემდეგ მთელ კაცობრიობას, მე მჯერა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია უამრავ ადამიანს მოუტანოს სარგებელი და ამით დიდი სიამოვნება მიიღოს. სიახლეებისა და ტექნოლოგიური განვითარების წინააღმდეგი არასოდეს ვიქნები, თუ ეს არ დაამოკლებს ჩვენს არსებობას. უნდა ვზრუნავდეთ გარემოზე, ვამწვანებდეთ გარემოს. რაც გვაწყობს, იმას ნუ ვითვალისწინებთ, როდესაც პატრიარქი მოგვმართავს! დავრგეთ ხეები?? არა! წავიკითხეთ წიგნები??? არა! ვართ მიმტევებლები??? არა! ვართ დავგანწირული მწგობრები??? არა! აღარ გავაგრძელებ. დავუბრუნდები დასაწყისს.
არ ვიცი ხატვა, არც საყვირზე არ ვუკრავ, არც ქალაქგარეთ არ ვცხოვრობ საყვარელ ადამიანებთან ერთად, თუმცა მე ვზრუნავ გარემოზე, ვრგავ ხეებს, არ ვხუმრობ, მყავს შინაური ცხოველი. ვცდილობ გავაკეთო იმდენი, რომ რაღაცა სარგებელი მოვუტანო ჩემს გარდა სხვა ადამიანებს კიდევ. ვვარჯიშობ და ვცდილობ ამაში ჩავითრიო სხვა ადამიანები, მინდა დიდ ხანს ვიცოცხლო და იცოცხლონ ჩემმა მეგობრებმა. ყველაფერს ვერ ვტევ ამ პოსტში, არც ის არ ვიცი კონკრეტულად რისი თქმა მინდა, რაღაცა ბევრი რამე მაწუხებს და მინდა ვთქვა. გეტყვით, რომ ისეთი განცდა მაქვს, რომ გავსკდები იმდენი სათქმელი მაქვს, იმდენი რამე შეგვიძლია და არ ვაკეთებთ! ვახ! გავგიჟდები!”