5 დეკემბერი, 2014

ფოლკლორის ცენტრმა მოზარდმაყურებელთა თეატრი მოატყუა

tutukiსაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი მოატყუა.

როგორც თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თათია პაქსაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ყურადღება! ყურადღება! ფოტო-გამოფენა-აქცია “გამოდი! ძალა არა ძალადობაშია!” ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზის ნაცვლად გაიმართება 8 დეკემბერს მოზარდმაყურებელთა თეატრის ფოიეში.

ადგილი აქვს ფაქტს, რომელსაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებდით და წარმოვიდგენდით! საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მესვეურებმა დაარღვიეს ჩვენთან დადებული სიტყვიერი პირობა და შეთანხმება. ჩვენთვის განკუთვნილ დარბაზში შეუშვეს სხვები და გამოფენის გახსნამდე ოთხი დღით ადრე დაგვაყენეს ფატის წინაშე.

ყველას გელოდებით 8 დეკემბერს მოზარდმაყურებელთა თეატრში ძალიან საინტერესო გამოფენაზე! გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ!

ჩვენ გვინდოდა საგამოფენო სივრცე, განათება, რომელიც ამ ფოტოებისთვის იყო განკუთვნილი და გარეთ გატანა, გაერთიანება თეატრის, სამინისტროს და გალერეის, ცენტრის. ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი დონაძემ უშუალოდ მომცა სიტყვა და შემპირდა დარბაზს, პიარმა დავით გოგოლაშვილმა და ქალბატონმა ცისანამ საგამოფენო სივრცის კურატორმა. რეკლამა ხომ გავუკეთე, ისე ანტირეკლამაც შემძლებია თურმე!”