ოთო ნემსაძე “ბრავოს” გამარჯვებულია

oto1მომღერალი ოთო ნემსაძე “ბრავოს” გამარჯვებული გახდა. სულ შოუში 48 884 ხმა შევიდა, მან მაყურებლის ხმათა 42,14 პროცენტი მიიღო და საჩუქრად ბინა გადაეცა.

“ბრავოს” ფინალში სულ 8 კონკურსანტი მონაწილეობდა: ოთო ნემსაძე, სალომე ტეტიაშვილი, მარიტა როხვაძე, თამუნა შავერდაშვილი, საბა ჩაჩუა, მეგი გოგიტიძე, აკე და ანა და ნიკა კიკნაძე.

მუსიკალური შოუს ფინალში პროექტში მონაწილეები სპონსორებმა დააჯილდოვეს. გრიგოლ რობაქიძის ინსტიტუტმა 5 ათასი ლარი თავის ფავორიტს სალომე ტეტიაშვილს გადასცა.

ელიტ ელექტრონიქსის რჩეული პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე საბა ჩაჩუა გახდა. ის და მისი ლობისტი შორენა ბეგაშვილი სამსუნგ გალაქსის ნოუთ 4-ით დაჯილდოვდნენ.

თიბისი ბანკის ფეისბუქის გვერდის ფავორიტი კი ნიკა კიკნაძე გახდა და მან საჩუქრად 5 ათასი ლარი მიიღო.