12 დეკემბერი, 2014

ნუკა კვალიაშვილი იმუქრება

nuka1მომღერალი ნუკა კვალიაშვილი, რომელიც ტელეკომპანია ”ჯიდიესის” მუსიკალურ პროექტში ”ერთი ერთში” მონაწილეობს, იმუქრება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მასთან ბევრმა მიქარა და თუ მომღერალს გადაეკეტა, მათი საქმე ცუდად იქნება:

“ერთ დღეში თუ ამდენი თურმე ვითომ ჩემიანი შემეზიზღებოდა არ მეგონა… ვისაც ვეხები, იციან და არასოდეს არ გაპატიებთ ჩემ კისერზე წიხლის დაჭერას… აი არაადამიანები ხართ ჩემ თვალში და გამოააშკარავეთ თქვენი’კაცობა’დღევანდელ დღეს, ეგრე გააგრძელეთ და არ დამენახოთ თორე, მერე მე განახებთ რაზე ვარ წამსვლელი თქვე არაადამიანებო და ცხოველებო. ტფუი თქვენ… თუ გადამეკეტა ჩათვალეთ რომ ატომური ბომბის აფეთქების ეპიცენტრში ხართ ყველა, ვინც მიქარეთ. და ნუ გავიწყდებათ რამდენ ადამიანს ვიცნობ საქართველოში… მიმხვედრები მიხვდებით!”