19 დეკემბერი, 2014

ნიკი მინაჟი Roberto Cavalli–ს სახე გახდა

niki1მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდები სულ უფრო და უფრო ხშირად ამბობენ უარს პროფესიონალი მოდელების მომსახურებაზე და თავიანთი კომპანიის სარეკლამო საქმიანობაში სპორტსმენებს, მომღერლებს, მსახიობებს და სხვა ცნობილ ადამიანებს იწვევენ.

გამონაკლისი არც ექსტრავაგანტული მომღერალი ნიკი მინაჟია. სამოდელო სახლმა Roberto Cavalli-მ ის თავის გაზაფხული-ზაფხულის 2015 წლის სარეკლამო კამპანიაში მიიწვია.

32 წლის რეპ-შემსრულებელი ცნობილია თავისი სიყვარულით ჭრელი სამოსის და თამამი ჩაცმულობის მიმართ. როგორც მომღერალი ამბობს, Roberto Cavalli-ს კოლექცია მისი სტილისთვის ზედგამოჭრილია.

სარეკლამო კამპანიისთვის ნიკიმ უარი განაცხადა სხვადასხვა პარიკებსა და ვულგარულ მაკიაჟზე. ის სარეკლამო კამპანიის დროს 70-იანი წლების დივას დაემსგავსა, რომელიც Roberto Cavalli-ს ახალ, ჭრელ და ჰაეროვან კოლექციაში სიამოვნებით პოზირებს.