30 დეკემბერი, 2014

ნატო თოთიბაძის სიმღერების კრებული გამოცემულია

2nato130 დეკემბერს მოზარდ მაყურებლის თეატრში გაიმართება კომპოზიტორ ნატო თოთიბაძის საავტორო საბავშვო სიმღერების კრებულის “მუსიკალური სახლის” პრეზენტაცია-კონცერტი.

კონცერტი წარმოადგენს არა კომერციულ ღონისძიებას, რომელზეც სხვა სტუმრებთან ერთად მოწვეული არიან სხვადასხვა სოციალური ფენის ბავშვები.

პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქველმოქმედო ფონდის “ცხოვრება მშვენიერია” და ლაშა ღლონტის და ნატო თოთიბაძის მუსიკალური სტუდიის მხარდაჭერით.